პანდემიის გამო ერთწლიანი პაუზის შემდეგ, "თავისუფალი თეატრი" პრემიერისთვის ემზადება. 1 აპრილს წითელ დარბაზში მაყურებელი სპექტაკლს სახელწოდებით - "სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზს" იხილავს.
პრემიერამდე ორი დღე რჩება, მანამდე კი თავისუფალი თეატრის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს "რუსთავი2-ის" ეთერში, "ღამის კურიერის" დასრულებისთანავე, ავთანდილ და გიორგი ვარსიმაშვილის დოკუმენტურ ფილმს, სახელწოდებით "მაინც ვითამაშებთ" ვიხილავთ.
ავტორი: ნინი კუპრაძე