28 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"ეპარქიაში დამკვიდრებულია მონობა და არა მორჩილება" - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დაუმორჩილებელი მონაზვნები და მორჩილები დასაჯა

რჯულის კანონის დარღვევის მოტივით ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა დასაჯა, ზიარება აუკრძალა და მონასტრის წინამძღვრის სტატუსი ჩამოართვა. ჭყონდიდის მიტროპოლიტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მონაზონმა სოსანამ ლოცვებში პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა. გადაწყვეტილება მიტროპოლიტმა საგანგებო თათბირზე გამოაცხადა. მიტროპოლიტი სტეფანე დარწმუნებულია, რომ მონაზონი ეკლესიაში ამბოხის მოწყობას ცდილობდა.

საგანგებო თათბირის შემდეგ, დიდი დაპირისპირება მიტროპოლიტსა და მონაზონს შორის კიდევ ერთ შეხვედრაზე მოხდა. შეხვედრაზე ისმოდა ურთიერთბრალდებები. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები გახდა.

დასჯილი მონაზონი მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთას ითხოვს. მონაზონი სოსანა ფიქრობს, რომ ეპარქიაში დამკვიდრებულია მონობა და არა მორჩილება.

ეპარქიის მიერ გავრცელებულ ბრძანებაში წერია, რომ მონაზონმა სოსანამ წინამძღვრის სტატუსი თვითნებურად მიითვისა. სოსანას გარდა, "ეკლესიაში განხეთქილების მცდელობისა და დაუმორჩილებლობის" მოტივით ჭყონდიდის ეპარქიაში ექვს მონაზონსა და ოთხ მორჩილს ზიარება აეკრძალა.

მიტროპოლიტი სტეფანე ამტკიცებს, რომ ეკლესიაში ამბოხს პეტრე ცაავა აწყობს. ჭყონდიდის ყოფილი მმართველი კი რუსულ კვალს და კრემლის ინტერესებს ხედავს.

განაწყენებული და დასჯილი მღვდლები ამბობენ, რომ მიტროპოლიტი სტეფანე საპატრიარქოს დავალებას ასრულებს.

საკვირაო ქადაგების დროს მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის წევრებს ერთკვირიანი ვადა მისცა და სინანულისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი დასჯა დააანონსა. მიტროპოლიტი პირობის შესრულებას ვადის ამოწურვამდე შეუდგა.

დღის ამბები