28 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"გამოძიება" განსხვავებული აზრისთვის - უცნობია, რა ელის გოგონას, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა

ე.წ. "გამოძიება" განსხვავებული აზრისთვის - ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალს და მისი ოჯახის წევრებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოსთვის საჯარო ბოდიში მოახდევინეს.

კადრებში ალიონა თანი მეგობრებთან ერთად სეირნობს და ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა. სწორედ ეს ფაქტი და არა ონლაინსივრცეში ქალის მიმართ მუქარა გახდა მილიციის მხრიდან ე.წ. "გამოძიების მიზეზი".

რა სასჯელი ელის ახალგაზრდას, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები