28 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს, მოვუწოდებ მხარეებს, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველო იყოს გამარჯვებული - კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, მედიაციის მეორე დღეს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ, წავიდნენ კომპრომისებზე და იზრუნონ საქართველოს გამარჯვებაზე. 

"დღეს მე მქონდა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებინა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო, ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესები იყოს მიღებული. ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, და მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა.

ეს უპასუხებს საჭიროებას იმისა, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო სისტემის და მართლმსაჯულების. პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე.

ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე და თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. იქნება ერთი გამარჯვებული, ქართველი ხალხი და მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყოს საქართველოს ხვალინდელი გამარჯვება,"- განაცხადა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა

დღის ამბები