28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ნაცმოძრაობა ბესიკ ბოგველის ანკესზე წამოეგო და თავისი თავი ამხილა - მამუკა გიორგაძე

"სახალხო პარტიის" თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის შეფასებით, ბესიკ ბოგველმა, რომელმაც ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა, თავისი ნაბიჯით "ნაციონალური მოძრაობა" ამხილა.

მისი თქმით, "ოცნებასა" და ენმ-ს შორის სიტუაცია ხელოვნურად იძაბება, რაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება. 

"ეს მისი პირადი განცხადებაა და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობა ამ ანკესზე წამოეგო და თავისი თავი ამხილა. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, როგორც ბატონმა დანიელსონმა განაცხადა, რუსული თამაშია და ხელოვნურად ხდება "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის პოლარიზება. მიმართა პროკურატურას, რადგან პროკურატურაც ჩართულია ამ თამაშში, მისი ინტერესი არის ის, რომ ეს ხელოვნური დაპირისპირება და ჭიქაში ქარიშხალი კიდევ ერთხელ გახდეს ყველასთვის მარტივად გასაგები. პოზიციას ვემხრობი, მაგრამ ფორმა შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო,"- განაცხადა მამუკა გიორგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბოგველმა ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ცნობილი ნიკა მელიას ადვოკატის ბრიფინგიდან გახდა. 

ბესიკ ბოგველი "სახალხო პარტიის" წევრია.

ამავე თემაზე
დღის ამბები