28 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
რა დოკუმენტით მივა მმართველი გუნდი ხვალ ევროპელ მედიატორთან შეხვედრაზე - "ქართული ოცნების" სათავო ოფისში უკვე 3 საათია პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს 

"ქართული ოცნების" სათავო ოფისში უკვე 3 საათია პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრა პარტიის ოფისში დღეს უკვე მეორედ იმართება.

სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" სწორედ იმ დოკუმენტზე მუშაობს, რომლითაც ხვალ, განახლებული მედიაციის მეორე დღეს, ევროპელ დიპლომატებთან უნდა მივიდეს.

შესაბამისად, ხვალ გახდება ცნობილი, მიდის თუ არა კიდევ რაიმე დათმობაზე მმართველი პარტია იმ ორი შეხვედრის შემდეგ, რომელიც დღეს პარტიის ლიდერებმა ევროკავშირის ოფისში გამართეს.

დღის ამბები