28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
წინაპირობების, წითელი ხაზების გარეშე უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - ხათუნა სამნიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ წუთებში კრისტიან დანილესონთან შეხვედრას იწყებენ. როგორც შეხვედრის წინ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება კომპრომისებზე გადის. 

"შეთანხმება გადის კომპრომისზე, იმიტომ, რომ ძალიან შორსაა ჩვენი პოზიციები. პროცესში უნდა ვისაუბროთ ვერსიებზე და არა საჯაროდ, შეხვედრის წინ.

საერთო ოპოზიციურ განცხადებას იმიტომ არ შეუერთდა "რესპუბლიკური" პარტია, რომ იქ საუბარი იყო წინაპირობებზე და ახლაც ვაცხადებ, წინაპირობების გარეშე, წითელი ხაზების გარეშე უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ უნდა ვისაუბროთ ყველა შესაძლო ვერსიაზე, ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც დევს მოლაპარაკებების მაგიდასთან," - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

 

დღის ამბები