28 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - სასულიერო პირთა ნაწილი ეპარქიის ახალ მმართველს კვლავაც არ ემორჩილება

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირთა შორის დაპირისპირება გრძელდება. უკვე მეორე დღეა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ამბიონიდან მღვდლებს აფრთხილებს და სინანულისკენ მოუწოდებს.

ეპარქიის ახალ მმართველს ეპარქიის წევრების ნაწილი კვლავ არ ემორჩილება და ეპისკოპოსის კრიტიკას კრიტიკით პასუხობს. თავად ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირების უკან ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა დგას.

თავად პეტრე ცაავა კი, საპატრიარქოს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები