28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარება არა ევროკავშირის, არამედ პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაა - კრისტიან დანიელსონი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირი ყველანაირად ეცდება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს.

თუმცა, მედიატორმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არა ევროკავშირის, არამედ საქართველოს პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობაა. 

"დღეს მთელი დღე იყო მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ხვალ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს. დისტანციურად შეხვედრა მქონდა 7 ევროპარლამენტართან იმისთვის, რომ მომავალ ნაბიჯებზე გვესაუბრა და განგვეხილა. მე ასევე შევხვდი საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელებს, ვისაც იმედი მაქვს, თქვენც ესაუბრეთ. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო და ეს თემები დღესაც განვიხილეთ. როგორც წავიკითხე, საუბარია კომპრომისზე, რაც აუცილებელია საქართვლოს მომავლისთვის.

წინა მისიის შემდეგ, ბრიუსელში მქონდა ურთიერთობა ყველა იმ ინსტიტუციასთან, რომელიც ჩართულია საქართველოს საკითხებში. მათ შორისაა შარლ მიშელი, ასევე, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას. ევროკავშირი ძალიან აქტიურადაა ჩართული რომ დაეხმაროს საქართველოს ამ კრიზისი მოგვარებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა ეს არა ევროკავშირის, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაა.

მგონია, რომ წინა მისია იყო ამ საკითხის გაცნობის შესაძლებობა. ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში, ფლობს ინფორმაციას მეორე მხარის მოსაზრებების შესახებ. ასევე, კარგად იციან რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა გააკეთონ ეს. ისინი უნდა მივიდნენ კომპრომისამდე. მე და ჩემს გუნდს მხოლოდ დახმარება შეგვიძლია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

არის საჭიროება გამბედაობის, არის საჭიროება კომპრომისის. კომპრომისი ეს არ არის სისუსტის ნიშანი, ეს არის პირიქით სიძლიერის ნიშანი. კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული,"-განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. 

დღის ამბები