28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ნაკლებად იყო რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, რადგან ყველანი ვხვდებით, რომ ეს პოლიტიკური საკითხია - ნინო დოლიძე

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის  ელჩებთან შეხვედრისას ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განუხილავთ.

თუმცა, მისივე თქმით, მესამე სექტორმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა პრობლემები დაინახეს არჩევნების პროცესში. 

"ნაკლებად იყო რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, რადგან ყველანი ვხვდებით, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელზეც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც დავინახეთ არჩევნების დროს და ამასთან დაკავშირებით ყველა ტიპის ინფორმაცია აქვთ მათ.

მათ გვკითხეს, თუ რა შეიძლება გახდეს კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა და მოისმინეს ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სისტემურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ქვეყანას, ასევე, საუბარი იყო რურუასა და მელიას გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენგან მოისმინეს ყველა ის დეტალი, როგორ წარმოგვიდგენია ამ კრიზისის განმუხტვა,"-აცხადებს ნინო დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლები ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდნენ.

დღის ამბები