საქართველო ესპანეთთან საფეხბურთო მატჩს პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს იგებს.
ესპანეთის ნაკრებთან საფეხბურთო დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო. მატჩში ამ წუთებში 15 წუთიანი შესვენებაა გამოცხადებული.
შეგახსნებთ, მატჩს სტადიონზე გულშემატკივრის 30 % ესწრება. ბილეთების მფლობელებს დღეს ე.წ. კომენდანტი საათი არ შეეხება და მათთვის ტრანსპორტი - მეტრო და ავტობუსები -01:00 საათამდე იმუშავებენ.