28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ჩვენ გვაქვს წინადადებები, მაგრამ პარტიებმა თავად უნდა გამოძებნონ კომპრომისი - კრისტიან დანიელსონი

შესთავაზებენ თუ არა მედიატორები მხარეებს კონკრეტულ წინადადებებს - ამ კითხვის პასუხად კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ მათ აქვთ გარკვეული წინადადებები და იდეები, რომელსაც მხარეებს შესთავაზებენ. 

ამასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კომპრომისი დაპირისპირებულმა მხარეებმა თავად უნდა მოიძიონ. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ პარტიებს, ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ; მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიებმა თავად უნდა მოიძიონ ეს კომპრომისი და ჩვენ დავეხმარებით ჩვენ მათ ამ საქმეში," - განაცხადა დანიელსონმა. 

დღის ამბები