28 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
მსუბუქი მანქანა ტროტუარზე მყოფ მუშას დაეჯახა - შემთხვევა სოფელ კავშირში მოხდა

ლაგოდეხის სოფელ კავშირში, მსუბუქი მანქანა ტროტუარზე მყოფ მუშას დაეჯახა.

მამაკაცი გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სწრაფად მიმავალი "მერსედესის" მარკის მანქანა დაეჯახა. შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიც.

სამივე მათგანი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მძიმეა დაშავებული მუშის მდგომარეობა. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები