28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"ოცნების" მხრიდან კომპრომისი ვერ დავინახეთ არათუ ვადამდელ არჩევნებზე, არამედ, შედარებით იოლ თემებზეც კი - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ის ხელისუფლებისგან კომპრომისისთვის მზაობას ვერ ხედავს. 

ჩიხლაძემ დღეს ისიც განმარტა, თუ რატომ არ არის 27 მარტს გავრცელებულ ოპოზიციის ერთობლივ დოკუმენტზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ხელმოწერა. 

"ჯერჯერობით, "ქართული ოცნების" მხრიდან კომპრომისი ვერ დავინახეთ არათუ ვადამდელ არჩევნებზე, არამედ, შედარებით იოლ თემებზეც კი, როგორიც არის სასამართლო, საარჩევნო კომისია, კოდექსი და ა.შ. საჯაროდ განცხადების დაფიქსირება, მათ შორის, მოდერატორისადმი, არ მიგვაჩნია სწორად მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე. არაფერმა ხელი არ უნდა შეუშალოს მოლაპარაკებების მიმდინარეობას და "ქართულ ოცნებასაც" არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ რაღაცას რომ ჩაშლის, ჩვენს მიერ დადებულ რამე დოკუმენტს დააბრალოს,"-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ განახლდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი, რომელსაც პროცესში მედიატორის როლი აკისრია, უკვე თბილისში იმყოფება. 

დღის ამბები