28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
კრისტიან დანიელსონი დღეს 19:00 საათზე კარლ ჰარცელთან ერთად მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

7 საათზე, ევროკავშირის ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლები ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდებიან. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს. 

შესაძლოა, შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც დაესწროს.

სავარაუდოდ, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და დიალოგის პროცესზე იქნება. 

დღის ამბები