27 წლის მეგი ბაქრაძის დედის ინტერვიუ ექსკლუზიურად "კურიერში" - გარდაცვლილის ექთნის დედა პირველ სატელევიზიო კომენტარში ჰყვება თუ რა კითხვები აქვს უბედური შემთხვევის შემდეგ. გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.
"ჩვენ განა ის გვკითხეს, ვის ადანაშაულებთ ან რას ფიქრობთ, იკითხეს მეგი ჯანმრთელი იყო თუ არა. ჩვენთვის სხვა არაფერი არ უთქვამთ. ჩემი შვილი იყო ჯანმრთელი. მას თავის სიცოცხლეში აქვს 4 ოპერაცია გაკეთებული: 2 საკეისრო, ბავშვობაში ბრმა ნაწლავი და გლანდები.
თუ კორონა ჰქონდა კიდევ, აქ ამდენი ოჯახია, ფეხმძიმე რძალი ჰყავთ სახლში, პატარა ბავშვები, მოხუცი დედამთილი და როგორ არ გადაედო.
თუ ასეთი გადამდები არ არის კორონა და ასე ადვილად იკურნება, არავის არ ედება, მაშინ რატომ არის ამხელა ამბავი კორონაზე?
ვიღაცამ მისცა ის ორი აბი, მელაპარაკა ტელეფონით, მაგრამ ვინ მისცა და რა იყო ის აბი - ესეც არ ვიცით. დალია ეგ და მერე დაეწყო თავის ტკივილები. რა დამალევინეს ამნაირი, რომ თავის ტკივილი მკლავსო, თავი ტკიოდა და იმ წამლისგან იყო თუ რა იყო, არ ვიცი," - განაცხადა გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის დედამ.
"კურიერთან" საუბრობს დაღუპული მედდის დედამთილიც, რომელიც ამბობს, რომ მეგი ბაქრაძე იყო ჯანმრთელი, მას კორონავირუსი არ მოუხდია და არც მაღალი ტემპერატურა აწუხებდა.