28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მთავარი განმსაზღვრელი არჩევნების გაყალბება და პოლიტპატიმრებია - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მთავარი განმსაზღვრელი საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და პოლიტპატიმრების არსებობაა, შესაბამისად, კრიზისის მოგვარება ამ საკითხების გადაჭრით უნდა დაიწყოს. 

მისივე თქმით, დიალოგის პროცესში ოპოზიციის კომპრომისი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა წინადადებას შესთავაზებს მათ მეორე მხარე. 

"პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა და საზოგადოება ითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს ნიკა მელია. ამიტომ, ეს ორი საკითხია კრიზისის მთავარი განმსაზღვრელი.

მოლაპარაკებისას ნებისმიერი კომპრომისი დამოკიდებულია იმაზე, რა წინადადებებს შემოგვთავაზებს  ის მხარე, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში პასუხისმგებლობაც აიღოს და გამბედაობაც გამოიჩინოს,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხვალ განახლდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი, რომელსაც პროცესში მედიატორის როლი აკისრია, უკვე თბილისში იმყოფება. 

დღის ამბები