28 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობას კოლონიაში საზოგადოებრივი სამეთვალყურეო კომისიის წევრები შეისწავლიან

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად კოლონიაში ვლადიმირის ოლქის საზოგადოებრივი სამეთვალყურეო კომისიის წევრები შევიდნენ.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, პატიმარს ძლიერი ტკივილები აწუხებს და გამაყუჩებლის დანიშვნას მოითხოვს.

26 მარტს ნავალნიმ თქვა, რომ ძლიერი ტკივილების მიუხედავად დახმარებას არ უწევენ. სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნავალნის თანამებრძოლები, მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადებიან. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

დღის ამბები