28 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"დედამიწის საათი" - პარლამენტის შენობაში და ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა

27 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობაში და მის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა, რითაც  პარლამენტი შეუერთდა ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქციას - "დედამიწის საათი".

გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა. საქართველო, მათ შორის,

პარლამენტი ამ უმნიშვნელოვანეს  კამპანიას წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება.
ყოველწლიურად ამ დღეს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი იკრიბება ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო - დედამიწის დაცვისთვის.

დღის ამბები