დღეს "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული 5 სამოქალაქო აქტივისტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაათავისუფლეს.
სასამართლომ აქტივისტების გათავისუფლებისა და საქმის გადადებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარის განცხადებით შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, მათ გონივრული დრო სჭირდებათ.
გათავისუფლებული სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდება
შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება.