28 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ოპოზიციის ერთობლივ დოკუმენტს "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელს არ აწერს

ოპოზიციის ერთობლივ დოკუმენტს, რომელშიც დაფიქსირებულია ოპოზიციის პოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ კრიზისის დასაძლევად შემოთავაზებული გზამკვლევის ყველა პუნქტთან დაკავშირებით, ხელს არ აწერს "სტრატეგია აღმაშენებელი".

პოლიტიკური ძალა ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ, როგორც განმარტავს

"შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ - მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები ტაქტიკური შეცდომაა, რადგან ეს ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. "მეგობრებო, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ - საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს," - ნათქვამია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაში.

დღის ამბები