28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ვინ მოკლა ქალი ჯავახიშვილის ქუჩაზე - "კურიერმა" სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა გაარკვია 

"კურიერის" ინფორმაციით, ქალი რომლის ცხედარიც ჯავახიშვილის ქუჩაზე იპოვეს სავარაუდოდ, საკუთარმა შვილმა მოკლა.

ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2-ს", მეზობლებმა დაუდასტურეს. შემთხვევას სავარაუდოდ წინ კონფლიქტი უძღოდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, 85 წლის ქალის ცხედარი დღეს თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მეზობლებმა ნახეს, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. 

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

 

დღის ამბები