28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლებამ კი პატიმრების საკითხი უნდა დათმოს - "გირჩი" კომპრომისული შეთავაზება მხარეებს 

"გირჩი" დიალოგში ჩართულ მხარეებს ჩიხიდან გამოსვლის კომპრომისულ ვერსიას სთავაზობს. პარტიას მიაჩნია, რომ ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლებამ კი პატიმრების საკითხი უნდა დათმოს.

"ძალიან რთულია ვნახოთ რა დათმო ოპოზიციამ და ასევე არ ჩანს დათმობები პრინციპულ საკითხებში "ქართული ოცნების" მხრიდან. ყველაზე კონსტრუქციული იქნებოდა თუ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების საკითხს დათმობდა, რადგან ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს. ეს საკითხი ასე თუ ისე გასაგებია, რომ გადაწყვეტილია. მეორე მხრივ, "ქართული ოცნების" მხრიდან იქნებოდა დათმობა თუ მოგვარდება პატიმრების საკითხი. თუ სურვილი იქნება, ასეთი კომპრომისი ყველაზე რეალისტურია," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ "ქართული ოცნებიდან" ისეთი არაკეთილსინდისიერი გზავნილები ისმის, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. შეხვედრები კი სავარაუდოდ ორშაბათიდან განახლდება.

დღის ამბები