28 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ წელიწადში არ შექმნილა - ვახტანგ კალოიანის თქმით, ტექნოლოგია 17 წლის წინ მზად იყო

ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ კოვიდვაქცინის ტექნოლოგია არ არის ერთი წლის წინ შექმნილი და აღნიშნული ტექნოლოგია 17 წლის წინ უკვე მზად იყო.

"ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა დაწყებულია 17-18 წლის წინ. ტექნოლოგია მზად იყო, უბრალოდ, არ იყო საჭიროება ამის მასიურად გაშვების წარმოებაში, როგორც კი ამის საჭიროება დადგა, მოხდა რესურსების მობილიზება. 

მას გავლილი აქვს უსაფრთხოების ფაზები როგორც ადამიანებზე, ისე - ლაბორატორიულ დონეზე, ჯანმრთელებზე. ეს საკითხი ამოწურულია, ჩვენ ათწლეულების წინ შექმნილი ტექნოლოგია გვაქვს,"- ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

დღის ამბები