28 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
მოიხსნება თუ არა შეზღუდვები, თუ ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური გახდება - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

როდის დაიწყება შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში - კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ფაქტზე ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. 

მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინაცია შესაძლებელს გახდის, ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების მხრიდან უფრო თამამი ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. 

"ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანად იმოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ მეტად უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესსაც და იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, როდესაც ამ თამამი ნაბიჯების გადადგმის რეკომენდაციას შეიძლება ჯანდაცვის სამინისტრომ გასცეს, ამას გარკვეული დრო ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

დღის ამბები