28 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"ვაქცინები სრულიად მოქმედებს ახალ შტამზე" - მინისტრის თქმით, "ასტრაზენეკას" იმ ქვეყნებშიც გამოიყენებდნენ, სადაც ახალი შტამები გაჩნდა

"ღამის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ახალ შტამზე საქართველოში შემოსული ვაქცინები დადებითად მოქმედებს.

"ეს ვაქცინები, რომელიც ჩვენ გვაქვს, სრულიად მოქმედებს ახალ შტამზე, ასტრაზენეკა გამოიყენებოდა როგორც სამხრეთ აფრიკაში, ასევე ბრაზილიაში. რისკი არ დგას, რომ ამ აცრების გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობის ავადობა გაიზრდება. 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დამატებით ვაქცინებზე და ვაქცინების მენიუს გაზრდაზე ვმუშაობთ და ველოდებით ასევე ვაქცინების სხვა სახეობებს,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დღის ამბები