28 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
შსს ძველ სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების ნომრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით.

ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემის ბოლო ვადა ჯერ 2020 წლის სექტემბერი იყო, თუმცა კორონავირუსის გამო ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.

სააგენტო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე.

აქვე საყურადღებოა, რომ 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

დღის ამბები