28 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმების მიღწევას - კრისტიან დანიელსონს თბილისში ისევ წითელი ხაზებით ხვდებიან 

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ბრუნდება. მისია უცვლელია, კრისტიან დანიელსონმა უნდა შეძლოს, რომ პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნოს. უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ ის კვლავ მხარეთა პოზიციების დაახლოებას და შეთანხმებამდე მიყვანას შეეცდება. 

შვედი დიპლომატის ჩართულობით მოლაპარაკებების განახლებისთვის ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც მზად არიან. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ თუ მედიაციის პროცესი წინას მსგავსი იქნება, მაშინ, შესაძლოა, მას შედეგი ისევ არ ჰქონდეს. თუმცა ამის შესაძლებლობას ნაკლებად ხედავენ პარტია "მოქალაქეებში". ლევან იოსელიანს დადებითი მოლოდინი აქვს და ამბობს, რომ მედიაციის მომდევნო ეტაპის შეთანხმებით დასრულება ევროკავშირისთვის პრესტიჟის საკითხია.

კრისტიან დანიელსონის, კელი დეგნანის და კარლ ჰარცელის მედიაციით დიალოგის მაგიდასთან მხარეები კვლავ უცვლელი პოზიციებით წარდგებიან. მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულების ხელშეშლაში "ქართული ოცნება" ოპონენტების ხელწერას ხედავს. მმართველი პარტია პოზიციების ცვლილებებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

მხარეებს შორის დიალოგის განახლება მომდევნო კვირიდან იგეგმება. შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრის პარალელურად კი მხარეები ისევ წითელ ხაზებზე აკეთებენ აქცენტს. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათი მხრიდან არც ამ ეტაპზე არ განიხილება. იმ პარტიებში, რომლებისთვისაც ეს საკითხები სხვა ყველა პუნქტთან ერთად გადამწყვეტია, ამბობენ, რომ მმართველ გუნდს შეთანხმება არ სურს.

დღის ამბები