28 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ევროპა, შესაძლოა, ახალი ტიპის მსოფლიო ომის წინაშე აღმოჩნდეს" - ევროკავშირის ლიდერებმა ვაქცინის არასამართლიან გადანაწილებაზე იმსჯელეს

ვაქცინების წარმოება, მიწოდება, გადანაწილება, ე.წ. ვაქცინის პასპორტები - ეს ძირითადი თემები იყო, რის გამოც ევროკავშირის ლიდერები ონლაინსამიტზე შეიკრიბნენ.

სახელმწიფოების უმეტესობა თანხმდება, რომ ევროკავშირმა კოვიდ-19-ის ვაქცინების ექსპორტზე კონტროლი უნდა გაამკაცროს.

ვაქცინების არასამართლიანი გადანაწილების საკითხი არაერთი ევროპელი ლიდერის კრიტიკის საგანი გახდა.

მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპა შესაძლოა, "ახალი ტიპის მსოფლიო ომის" წინაშე აღმოჩნდეს.

მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთი და ჩინეთი ვაქცინების გამოყენებით გავლენის მოხდენას ცდილობენ. ვაქცინების სამართლიან გადანაწილებაზე გააკეთა აქცენტი გერმანიის კანცლერმაც.

ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, პრეპარატით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მსოფლიოსაც ამარაგებს.

დღის ამბები