28 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
9 წელი სააკაშვილის მმართველობით იყო ქურდების ძალაუფლება, ამ ქურდებს უნდათ რომ დაბრუნდნენ - რობერტ სტურუა

რეჟისორი  რობერტ სტურუა "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიან მმართველობას აკრიტიკებს. რეჟისორი მმართველობას "ქურდების ძალაუფლებას" უწოდებს. 

"ჩემთვის ის 9 წელი, რომელიც სააკაშვილის მმართველობით იყო, ის იყო კლეპტოკრატია, ანუ ქურდების ძალაუფლება. და ახლა, ისევ ამ ქურდებს უნდათ, რომ დაბრუნდნენ. მე ბოდიშს ვიხდი ნამდვილ პროფესიონალ ქურდებთან... მე როცა ვამბობ ქურდები, ეს ნიშნავს იმას, რომ შეხვალ სამსახურში, მოხვდები სათავეში, რაც გინდა გააკეთე, წაიღე სახლში, გაიტენე ჯიბეები, გახდი მილიარდერი და მერე ისინი მე მასწავლიან ჭკუას. მე საერთოდ კაპიკი არ მაქვს, მე ვცხოვრობ თეატრში," - ამბობს რობერტ სტურუა. 

 

დღის ამბები