28 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი ეწყობა

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი დროებითი კედელი ეწყობა. სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გაეცნო. 

თბილისი მერიის ინფომაციით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. 

მისივე ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება 26 მარტის 08:00 საათამდე ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 

დღის ამბები