კანადამ 9 რუს მაღალჩინოსანს ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევა.
კანადის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: ალექსანდრ ბორტნიკოვი - რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ კალაშნიკოვი - სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი კირიენკო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაველ პოპოვი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანდრეი იარინი - საშინაო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მიღებული ზომები შეესაბამება შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს. კრემლი საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს.