28 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
შესაძლოა ყოველ წუთს კომაში ჩავარდეს - ადვოკატის ინფორმაციით, გოგი წულაია მე-7 დღეა შიმშილობს

ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს - ადვოკატის ინფორმაციით, გოგი წულაია მე-7 დღეა შიმშილობს

სექსუალური ძალაოდბის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაია მე-7 დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. ამის შესახებ „რუსთავი2“-ს ბრალდებული პოლიტიკოსის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

"ძალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს. უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. ვთხოვე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს.

მას აქვს დიაბეტი, ასევე ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის შუნტირება. ყველაფერი გავაკეთე მის გადასარწმუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. ვესაუბრე მის მეუღლესაც, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება," - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

დღის ამბები