28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
როგორ დარეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები - ანრი ოხანაშვილმა 4 ინიციატივა წარმოადგინა

როგორ დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები - "ქართული ოცნება" კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის მიერ  სასამართლოს რეფორმირების შესახებ დაინიცირებული 4 მიმართულებაზე ისაუბრა:

ანრი ოხანაშვილი სთქმით, "ქართული ოცნების" გუნდი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 2013 წლიდან ახორციელებს სასამართლო სისტემის თანმიმდევრულ რეფორმირებას.

"რეფორმების შედეგად, ქართულ სასამართლო სისტემას აქვს შთამბეჭდავი წარმატება, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორის ორგანიზაციების მიერ.
ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს სისტემაში არსებული საკითხების დახვეწა და კიდევ უფრო გაუმჯობესება!

სწორედ ამიტომ, ქართული ოცნების გუნდმა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა. შედეგად, უზრუნველყოფილი იყო საზოგადოების მიერ ამ პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა. 
ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ რამდენიმე თვის წინ, კერძოდ 2020 წლის 8 ოქტომბერს, შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც დავაინიცირეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში.  
ჩვენი მიზანია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავაგრძელოთ სასამართლოს რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით.

ჩვენ მიერ დაინიცირებული ცვლილებებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:


−  გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია! 
შესაბამისად,  საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.

−  საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად დაედება  კანდიდატების  შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. "სარეიტინგო სიის" ფორმირებას. 
შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.
 
−  ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს!

−  და ბოლოს, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა!" - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

 

დღის ამბები