28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება! - კოტე მათითაშვილი

ექიმი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში ფაიზერისა და ფილერის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფილერს უკუჩვენება არ აქვს.

"არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება!

არანაირი კავშირი კონკრეტულად "ფაიზერის" ვაქცინასთან ამ რეაქციას ( როგორც ვიცი და ვარ ინფორმირებული ) არ აქვს! ყოველ შემთხვევაში მე ვერანაირი წყარო ვერ მოვიძიე ...

აშშ - ში დაფიქსირდა 15.500 პაციენში 3 შემთხვევა ქსოვილის შეშუპების ( ისიც "მოდერნასვაქცინაა ნახსენები და არა "ფაიზერის" )

ასეთივე რეაქცია ასევე დაფიქსირებულია ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის შემდგომაც ...

არანაირი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არ არის, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოვლენის ( შეშუპება, შეწითლება ) რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს სერტიფიცირებულ პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს, მკურნალობა მარტივია და მოვლენები ლაგდება მოკლე პერიოდში ,"-აღნიშნა კოტე მათითაშვილმა.

დღის ამბები