28 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ქუთაისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის დაგვიანებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა - საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარების ცენტრი 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს ქუთაისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დააგვიანა, რის გამოც ადამიანი გარდაიცვალა.

ქუთაისის რაიონული სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია. 

"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 24 მარტს, 17:10 საათზე შევიდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილას 8 წუთში, 17:18 საათზე მივიდა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს 73 წლის ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა,"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში.

შეგახსენებთ, ქუთაისში, სასტუმრო "თბილისში" მცხოვრები მოქალაქეების თმით, მათ 112-ზე რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მხოლოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა.

დღის ამბები