28 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება შეთანხმებაზე და უცვლელი რიტორიკა - ოპოზიცია საპროტესტო ტალღას აანონსებს

სანამ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს შეთანხმებისკენ მოუწოდებს, ქვეყანაში პოლიტიკური სუბიექტების რიტორიკა ჯერჯერობით უცვლელია.

მეტიც, ოპოზიცია არ ცვლის გეგმას და კვლავ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას აანონსებს. 

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი თვლის, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს გზავნილი დასავლეთისთვის და ასევე საპასუხო მესიჯი ხელისუფლებისთვის.

თუმცა დღეს ისიც ითქვა, რომ თუ კომპრომისი შედგა, გეგმებიც შეიცვლება.

2 თვით ადრე დაანონსებული აქცია ხელისუფლებისთვის პროცესების კიდევ უფრო გამწვავების მცდელობაა და არა შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

დღის ამბები