28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
უხვი ნალექი და სტიქია საქართველოში - გუდამაყრის 22 სოფლის შემდეგ, გარე სამყაროს ცაგერის 10 ოჯახის მოწყდა

გუდამაყარი იხსნება, თუმცა მეწყრული პროცესები აჭარასა და ლეჩხუმში აქტიურდება. სპეცტექნიკა ამ წუთებშიც ქვეყნის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. დუშეთის რაიონის აბონენტების უმეტესობას, უკვე ერთი საათია, ელექტროენერგია მიეწოდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ გზის გაწმენდა მაღალმთიან აჭარაშიც მიმდინარეობს.

მეწყერთან ერთად საქართველოს რეგიონები დააზარალა წყალდიდობამაც. გადაუღებელი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ხაშურში, სურამსა და საჩხერეში. 

სოფელ ქვახვრელთან წყლის ადიდებამ მდინარე მტკვარზე ხელოვნური კუნძული შექმნა, სადაც 6 მწყემსი ცხვართან ერთად ჩარჩა. 

 

დღის ამბები