28 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
საქართველო სენატის ყურადღების ცენტრში - მოწოდებები აშშ-დან ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ტრადიციულად სხვადასხვაგვარად გაიგეს

სენატორების შეფასებები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

ამერიკელი პარტნიორების განცხადებების აქცენტები 2-ვე მხარემ განსხვავებულად გაიგო. მიუხედევად იმისა, რომ სენატორები შექმნილ კრიზისში ყველა პარტიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მხარეები ცდილობენ, უფრო მეტი მოწინააღმდეგეს დაათმობინონ.

სენატორების განცხადებების საპასუხოდ, "ქართულ ოცნებაში" დღის პირველ ნახევარშივე ბრიფინგი ჩაინიშნა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონიდან გზავნილების შემდეგ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და გეგმების შეცვლა ოპოზიციას მოუწევს. 

საქართველოში არსებულ ვითარებას ევროპასთან ერთად აქტიურად შტატებიც აკვირდება. პოლიტიკური ჩიხიდან მხარეებს გამოსავლის ძიებაში უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიდევ ერთხელ დაეხმარება.

დღის ამბები