28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
რამდენიმე საათში საქართველო Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს

რამდენიმე საათში საქართველო Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

30 000-მდე დოზა ამერიკული ვაქცინა მედპერსონალის გარდა განკუთვნილია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია მალე 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებზეც გავრცელდეს.

არის მოლოდინი, რომ Pfizer-ის ვაქცინა სწრაფად ამოიწურება, რადგან AstraZeneca-სთან დაკავშირებული მძიმე ფაქტის შემდეგ აღნიშნულ ვაქცინას უფრო მეტი სანდოობა აქვს.

ამ დროისთვის საქართველო მსოფლიოს 135 ქვეყანას შორის ვაქცინაციის ტემპით და აცრილი ადამიანების რაოდენობით ბოლოდან მეათე ადგილზეა. საქართველოში დღემდე სულ 3818 ადამიანი აიცრა. 

დღის ამბები