28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ახალციხეში ექთნის უფლებები რომ დარღვეულიყო, არასამთავრობო ორგანიზაციები არ გაჩუმდებოდნენ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის უფლებები რომ დარღვეულიყო, არასამთავრობო ორგანიზაციები არ გაჩუმდებოდნენ.

"დავუშვათ, ექთანი აიძულეს და ასეთი ბრძანებები იყოს დაწერილი, თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია წამოწევს თავს და იტყვის, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლება ილახება. ვაქცინის გაკეთება- არგაკეთება ადამიანის პირადი უფლებაა. 

მკაცრი ხელი და იძულება ზოგჯერ ეფექტიანია, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. დღეს ჩვენთან, ეს უკვე ძნელად გასატარებელია. 

ჩვენ იძულებით ღონისძიებებზე ალბათ, ვერ წავალთ, ალბათ, უარი უნდა ვთქვათ,"-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები