28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ისრაელში ანაფილაქსიური შოკი არ დაფაქსირებულა, გართულებების რაოდენობა ძალიან დაბალია - ვასილ ხაჩიაშვილი

ისრაელის ბრაზილიის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვასილ ხაჩიაშვილის განცხადებით, ისრაელში, სადაც ვაქცინაციის პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვაქცინაციის შემდეგ გართულებების საერთო რაოდენობა ძალიან დაბალია. 

მისივე განმარტებით, ისრაელშიც დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქცია, თუმცა ეს იყო მილიონიდან 2 ადამიანში და მას ანაფილაქსიური შოკის განვითარება არ მოჰყოლია. 

"ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ გართულებების საერთო რაოდენობა იყო, დაახლოებით, 0.3%. ანუ 1000 ადამიანიდან 3 ადამიანი აღნიშნავდა ამა თუ იმ პრობლემას, ეს იყო თავის ტკივილი, ცხელება, ძლიერი ტკივილი ინექციის ადგილას და ასევე იყო ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით დაფიქსირდა. საერთო ჯამში, მილიონიდან 2 ადამიანში. ამ რეაქციას კი არ მოჰყოლია ანაფილაქსიური შოკის განვითარება. აცრის შემდეგ, გვერდით ოთახში არის სპეციალური მაგიდა, რომელიც შესაბამისი პრეპარატებით არის აღჭურვილი, აცრილ ადამიანებს კი სთხოვენ, რომ იმ ოთახში 15 წუთის მანძილზე მოიცადონ. ისრაელში ვაქცინირების ძალიან მაღალი ტემპია და იმდენი დრო არ იყო, რომ ადამიანები აცრის შემდეგ 45 წუთი ყოფილიყვნენ გვერდით ოთახში. თუმცა, თუკი საქართველოში იმის ფუფუნება არსებობს, რომ პაციენტმა 45 წუთი მოიცადოს, ეს მხოლოდ მისასალმებელია," - აცხადებს ვასილ ხაჩიაშვილი. 

დღის ამბები