28 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
გვერდითი მოვლენების კუთხით, "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის დიდი სხვაობა არ არის - ვასილ ხაჩიაშვილი

ისრაელის ბრაზილიის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვასილ ხაჩიაშვილი აცხადებს, რომ ისრაელში ვაქცინაციას კარგი შედეგი აქვს.

"ისრაელში ვაქცინაცია "ფაიზერით" დაიწყო მხოლოდ სამი თვეა და ახლა ვხედავთ გარკვეულ შედეგს, რომ ვაქცინა რეალურად იწყებს მუშაობას და ახალი შემთხვევები მცირდება. 

რჩება მცირე შეზღუდვები. ესენიც შეეხება რესტორნების შიდა სივრცეებს და 20 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, დანარჩენი შეზღუდვა არ არსებობს და მიუხედავად ამისა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება.

ამ დროისთვის, ჩვენს კლინიკაში დამატებითი კოვიდრეანიმაცია დახურულია და მხოლოდ ერთადერთი თერაპიული განყოფილებაღა მუშაობს. პაციენტების რაოდენობა მესამედზე ნაკლებია, ვიდრე გვყავდა,- აცხადებს ვასილ ხაჩიაშვილი.

ვასილ ხაჩიაშვილის განცხადებით,  გვერდითი მოვლენების კუთხით, "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის დიდი სხვაობა არ არის. 

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ვაქცინაციის პროცესი უკვე 3 თვეა მიმდინარეობს და  მოსახლეობის 60%-ია აცრილი. 

 

დღის ამბები