28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაიკავონ ადგილები საქართველოს პარლამენტში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენაზე, საქართველოს საკითხის მომხსენებელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კარა მაკდონალდმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, დაიკავონ თავიანთი ადგილები საქართველოს პარლამენტში.

მან ხელისუფლებას და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა, მათ შორის, საარჩევნო რეფორმის იმ ნაწილზე, რომლის შესახებაც რეკომენდაციები ეუთო/ოდირის ანგარიშიც აისახა. 

"საარჩევნო რეფორმა არის მოლაპარაკებების ნაწილი და ჩვენ გვწამს, რომ თვითონ საქართველოს მოსახლეობაა ამის ავტორი. ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი და არსებობდეს უკუკავშირი ამომრჩევლებსა და ლიდერებს შორის. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. გამოკითხვისას ჩვენ ვნახეთ რაც აწუხებს საქართველოს, ეს არის უმუშევრობა, კოვიდი და საჭიროა საარჩევნო რეფორმის გატარება“, - განაცხადა მომხსენებელმა და იქვე დასძინა, რომ ორივე მხარემ კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა სწრაფად გატარდეს საარჩევნო რეფორმა.

დღის ამბები