28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"არაცივილიზებულად იქცევი, ველურად იქცევი ... ნუ მიყვირი, თორემ ველურს განახებ რა არის" - ბოჟაძე-კანდელაკის კამათი "ღამის კურიერში"

"ღამის კურიერის" ეთერში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელ გიორგი კანდელაკსა და ანალიტიკოს ლადო ბოჟაძეს შორის დებატები ხმაურით წარიმართა. საუბარი არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხებოდა. 

"ნუ მაწყვეტინებ თუ შეიძლება, არ გამოვა ასე, არაცივილიზებულად იქცევი, ველურად იქცევი, აი იმ უბანზე, ვიდეოზეა რომ ადამიანი ყრის, ყრის, ყრის [ბიულეტენებს]. დავუშვათ კომისიაში ოპოზიციის ყველა წევრი იყო მოსყიდული, არ იქნებოდა "ქართული ოცნების" ინტერესი დაემტკიცებინა, რომ სუფთა არჩევნები იყო? არ გახსნილა. არ მამთავრებინებ წინადადებას, ველურად იქცევი, რა არის მართლა და მართლა?!" - მიმართა გიორგი კანდალაკმა ლადო ბოჟაძეს.

"ნუ მიყვირი, თუ ძმა ხარ, თორემ ველურს განახებ რა არის," -  იყო ლადო ბოჟაძის პასუხი.

დღის ამბები