28 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
რამდენიმე წუთში რეანიმატოლოგი უნდა ყოფილიყო მასთან - ინფექციონისტი გარდაცვლილ ექთანზე

ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილ ექთანს მეგი ბაქრაძეს, რომელსაც AstraZeneca-თი ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რეანიმატოლოგის დახმარება მყისიერად უნდა გაწეოდა.

"როცა წნევა აღარ არის, გონება იბინდება, აქედან უკვე პაციენტი რეანიმატოლოგისაა. მე არ ვიცი დისტანცია რამხელა იყო, საიდან მოვიდა რეანიმატოლოგი. მაშინვე, მყისიერად, რამდენიმე წუთში რეანიმატოლოგი უნდა ყოფილიყო მასთან. მით უფრო, იქ ექთანი თუ ექიმი საუბრობდა იმაზე, რომ პირველი ინექცია, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ანდრენალინის, გააკეთა, მაგრამ მან ვერ მიიღო რეაქცია ადრენალინზე, ანუ მდგომარეობა რამდენიმე წუთში კიდევ უფრო გაუარესდა, ამ დროში უკვე რეანიმატოლოგი მოსული უნდა ყოფილიყო," - განაცხადა ელზა ვაშაკიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ექთნის ოჯახის თქმით, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემდეგ რეანიმატოლოგი ადგილზე არ იმყოფებოდა. თავის მხრივ, კლინიკა "იმედის" რეანიმატოლოგი განმარტავს, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა შესრულდა. ამასთან, მისივე განცხადებით, კლინიკაში მის მისვლას რამდენიმე წუთი დასჭირდა.

დღის ამბები