28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
რა არის ქვეყანაში ანტივაქსერთა უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტის მიზეზი - NDI-ს კვლევის საგანგაშო შედეგები

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.

რა არის ქვეყანაში ანტივაქსერთა უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტის მიზეზი - არაეფექტური საინფორმაციო კამპანია, ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთანი, აცრილი სამედიცინო პერსონალის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი თუ ყველაფერი ერთად?

ნომერ პირველი რისკჯგუფიდან, ამ დროისთვის, მხოლოდ 7%, ანუ, სამედიცინო სფეროს მხოლოდ 4000 წარმომადგენელი აიცრა. 

"კურიერმა" დღეს, NDI-ის კვლევის პარალელურად, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობის გარკვევა გადაწყვიტა. დამოკიდებულებები არაერთგვაროვანია, მაგრამ ანტივაქსერთა რაოდენობა იმუნიზაციის მომხრეთა რიცხვს აჭარბებს. მოქალაქეების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ აცრების გარეშე პანდემია ვერ დასრულდება, თუმცა მათში უნდობლობას დღეს არსებული პრეპარატები იწვევს.

დღის ამბები