28 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
გუდამაყრის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდას ხვალ დილით, ექსპერტების თანხმობის შემდეგ დაიწყებენ

გუდამაყრის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ადგილზე ხვალ დილით ექსპერტებს ელოდებიან და სამუშაოებიც სწორედ ამის შემდეგ, მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება.

"მოსახლეობას ამ ეტაპზე არანაირი საჭიროება არ აქვს, რომელიც რაიმე საფრთხეს შეუქმნის ან დასაკმაყოფილებელი იქნება. მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ჩვენს წარმომადგენელთან. 100 მეტრში არის საცხოვრებელი სახლი, მაგრამ, საბედნიეროდ, საფრთხე არ შექმნია არც ერთ საცხოვრებელ სახლს, ასევე, საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა. გამთენიისას ჩამობრძანდებიან ექსპერტები, გეოლოგიის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან ადგილზე მდგომარეობას და მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში მოხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება," - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.

 

ავტორი : თამარ თათარაშვილი

დღის ამბები