28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ყველაზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია 134 ქვეყანაში ერთად მიმდინარეობს - ბერლინი რუსული ვაქცინის შესყიდვას აპირებს

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია პლანეტის 134 ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში ინექციის 458 მილიონი დოზა უკვე გამოიყენეს. მასშტაბები თვალსაჩინოა, თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოს ხელშესახებ რეზისტენტულობას დრო კიდევ დასჭირდება. 

ვაქცინირებულების რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზეა, მას მოჰყვება ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აპრილში უფრო სწრაფ და მოქნილ ვაქცინაციის კურსს აანონსებს. იქამდე, გერმანიაში, 1-ლიდან 5 აპრილის ჩათვლით, ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული. 

ამასთან, მერკელის თქმით, თუ ევროპა რუსეთში დამზადებულ ვაქცინას, "სპუტნიკ 5-ს" არ შეუკვეთს, ამას ბერლინი გააკეთებს. ამავდროულად, დღეს ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმაც დაადასტურა, რომ თუ "სპუტნიკ 5" ეფექტურობას აჩვენებს, პრეპარატს ევროკავშირის ტერიტორიაზე რეკომენდაციას გაუწევენ.

ვაქცინაციას პანდემია ჯერ არ დაუსრულებია, ამიტომ, მსოფლიო ლიდერები პერიოდულად შეზღუდვებს აახლებენ, რასაც მოსახლეობის პროტესტიც ახლავს. გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა თუ ევროპის სხვა სახელმწიფოებში საპროტესტო აქციების გარეშე არც დღეს ჩაუვლია. თუმცა, ლიდერები მათ ახსენებენ, რომ ბოლო 5 კვირაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მზარდია.

დღის ამბები