რუსუდან გლურჯიძის მხატვრული ფილმის პროექტმა "ევრიმაჟის" დაფინანსება მოიპოვა. რიგით 162-ე სამუშაო სესიაზე 24 ფილმის პროექტი დაფინანსდა, აქედან ერთ-ერთი სახელწოდებით - "ანტიკვარიატი".
მხატვრული ფილმი "ანტიკვარიატი" საქართველო-ხორვატია-რუსეთის კოპროდუქციაა და 17 პროცენტიანი დაფინანსება მიიღო.
რუსუდან გლურჯიძის ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
ავტორი ნინი კუპრაძე